ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საზოგადოებრივი კოლეჯის წარმომადგენლები საინტერესო თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს უტარებენ
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლასა და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მათი თანამშრომლობა უკვე მეორე წელია მიმდინარეობს.
სკოლაში შექმნილია ორი ჯგუფი „სამკერვალო საქმე“ და „მეხილეობა“, მათი წევრები VIII-IX კლასის მოსწავლეები არიან.
კოლეჯის კვალიფიციური სპეციალისტები სკოლაში მიდიან, რათა მოსწავლეებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარონ.
„მოსწავლეები ეცნობიან აღჭურვილობებს და მასალებს, უსაფრთხოების წესებს, გუნდურად ერთვებიან პრაქტიკულ საქმიანობაში. სკოლის დირექცია მადლობას უხდის კოლეჯის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: