დიდი ჭყონის N2 სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს, თუ რაოდენ ბარაქიანი და მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში
18-11-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ, მათ სხვადასხვა საგანმანათლებლო, საზეიმო, გასართობ თუ კულტურულ ღონისძიებას სთავაზობენ და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ.

ამჯერად, სკოლაში გაიმართა შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება, რომელსაც ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - „დოვლათიან შემოდგომას ყველასთვის აქვს უხვი ძღვენი...“

მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203