
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ. ასევე სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ეკოკლუბი, რომლის წევრები გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი.
ამჯერად, სკოლაში ეკოკლუბის წევრებმა, მე-5-მე-6 კლასის მოსწავლეებმა, განახორციელეს პროექტი - „მწვანე გარემო“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო ბავშვების სიახლოვე ბუნებასთან, მცენარეებთან. მოსწავლეებმა საკლასო ოთახში მწვანე გარემოს შექმნის მიზნით მიიტანეს ქოთნის ყვავილები. ისინი გარემოს დაზიანების რეალურ საფრთხეს ჩაწვდნენ და დაინახეს ის პრობლემა, რაც მწვანე საფარის შემცირებას იწვევს. მათი დევიზია - „ნუ გავანადგურებთ მწვანე საფარს“.
იხილეთ ფოტოები: