
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებაში უდიდეს შრომასა და ენერგიას დებენ. ამის მაგალითია, სკოლაში განხორციელებული არაერთი შთამბეჭდავი საგანმანათლებლო პროექტი.
ამჯერად, ეკის საჯარო სკოლაში ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი მათემატიკაში - „სკოლის ეზოს დაგეგმარება“.
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში იმ სოციალური უნარების განვითარებას, რასაც სიცოცხლე და მომავალი ჰქვია.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს და გაიზიარეს ის ღირებულებები, რასაც თანამშრომლობა, ზრუნვა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა ჰქვია.
იხილეთ ფოტოები: