თბილისის N136 სკოლის მე-9 კლასში თემაზე - „საქართველოს ტურისტული პოტენციალი“ კონფერენცია ჩატარდა
21-11-2022

თბილისის N136 სკოლის მოსწავლეები გეოგრფიას შთამბეჭდავი აქტივობებით სწავლობენ. ამის მაგალითია საკლასო კონფერენცია, რომელიც მე-9 კლასში გეოგრაფიის მასწავლებელმა, ი.რამიშვილმა ჩაატარა. 

კონფერენციის თემა გახლდათ - „ საქართველოს ტურისტული პოტენციალი“.

მოსწავლეებმა სხვადასხვა ინტერნეტ  გვერდებიდან მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შესახებ, რომელიც წარმოადგინეს რეფერატების სახით და საკლასო კონფერენციაზე ​ერთმანეთს გააცნეს.

ღონისძიების მიზანი იყო გოეგრაფიაში ცოდნის გაღრმავება და მოსწავლეებში მედიაწიგნიერებისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203