
თბილისის N136 საჯარო სკოლის მე-11ბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ირმა რამიშვილთან ერთად, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში საინტერესო გასვლითი აქტივობა განახორციელეს.
11 ნოემბერს, მოსწავლეები თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ესტუმრნენ.
მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, მოინახულეს სახანძრო-სამაშველო სამსახურში არსებული მუზეუმი, მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია სახანძრო-სამაშველო სამსახურის შექმნისა და საქმიანობის შესახებ. ასევე ცოდნა აიმაღლეს საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებსა და მათზე რეაგირების შესახებ. მეთერთმეტეკლასელები გაეცნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურას. მეხანძრე-მაშველებმა მოსწავლეებს დაათვალიერებინეს სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა.
იხილეთ ფოტოები: