
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, საზეიმო, გასართობ თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ.
ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. სასკოლო ღონისძიება - „ფერადი შემოდგომა“ მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა, ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად, შექმნეს შემოდგომის თემატიკასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი დეკორაციები, წაიკითხეს ლექსები და წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებული ნახატები.
იხილეთ ფოტოები: