კვირიკეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის ხიბლი და მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
18-11-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივიბებს სთავაზობენ. ამჯერად, მე-4 კლასში ღონისძიება გაიმართა, რომელიც წელიწადის მიმდინარე დროს - შემოდგომას მიეძღვნა.
მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, დამსწრე საზოგადოებას საზემიო განწყობა შეუქმნეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.