„გოეთე ქართულ ლიტერატურაში“- თბილისის N136 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა
21-11-2022

თბილისის N136 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ, ამის მაგალითია საინტერესო ღონისძიებებით თუ საგანმანათლებლო აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი, რომელსაც მასწავლებლები მომავალ თაობას სთავაზობენ. 

მათ შორის, 16 ნოემბერს, მე-11 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული ღონისძიება - „გოეთე ქართულ ლიტერატურაში“. (მასწავლებლები - ლ.ქინქლაძე, თ.ჩემია; მუსიკალურად გააფორმა - თ.კობახიძემ, ღონისძიებას ესწრებოდა კლასის დამრიგებელი ნ.ჩორგოლაშვილი).

მოსწავლეებმა წაიკითხეს გოეთეს ბიოგრაფია როგორც გერმანულ, ისე ქართულ ენაზე, წარმოთქვეს გოეთეს გამონათქვამები, ლექსები, ისაუბრეს „ახალგაზრდა ვერტერის ვნებებზე” , ასევე თარგმნეს რამდენიმე ლექსი.

დასასრულს ქართული ენის მასწავლებელმა წაიკითხა ერთ-ერთი ლექსის სამი სხვადასხვა ავტორის თარგმანი, მოსწავლეებმა კი გამოიცნეს წაკითხული თარგმანების ავტორები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203