საერო სკოლა „ფარნავაზის“ მოსწავლე თინანო ბეჟანიძემ ესეების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საერო სკოლა „ფარნავაზის“ მეთერთმეტე კლასის მოსწავლე თინანო ბეჟანიძემ ესეების კონკურსში წარმატებას მიაღწია.
მან მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ჩატარებულ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.
კონკურსის თემა იყო - „ქორწინება ადრეულ ასაკში და ნაადრევი ქორწინებისგან გამოწვეული შესაძლო რისკები და უარყოფითი მხარეები“.
მასში საჯარო და კერძო სკოლის 38 მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდა სამი საუკეთესო ესეს ავტორი, რომლებსაც ბრენდირებული წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: