უწერის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა
18-11-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

ამჯერად, საგანმანათლებლო ღონისძიება ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მათ თამეტური პლაკატები შექმნეს. გარდა ამისა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ.

ბოლოს კი, მოსწავლეებმა ფურცლებზე დაწერეს, თუ რატომ ირჩევენ ტოლერანტობას.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203