ელიტურ სკოლა „გორდაში“ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდა
ელიტურ სკოლა „გორდაში“ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნები სკოლაში ყველა წესისა და პროცედურის დაცვით, ხარვეზების გარეშე ჩატარდა. მოსწავლეები არჩევნებში აქტიურად ჩაერთნენ და სასურველი კანდიდატი ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
ხმათა უმრავლესობით თვითმმართველობის თავმჯდომარედ XI კლასის მოსწავლე საბა დიასამიძე დასახელდა.
საბაზო საფეხურის თვითმმართველად კი, IX კლასის მოსწავლე - ანანო დარჩიძე აირჩა.
„გილოცავთ ამ გამარჯვებას, ნაყოფიერი ყოფილიყოს თქვენი თავმჯდომარეობა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: