სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივიბებს სთავაზობენ. ამჯერად, სკოლაში შემეცნებითი ვიქტორინა გაიმართა, რომელიც სხვადასხვა საგნების ირგვლივ ზოგად კითხვებს მოიცავდა.
მოსწავლეები გამოირჩეოდნენ მოტივაციითა და მაღალი ჩართულობით. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდა გაიღრმავეს.
„მომავალში ვგეგმავთ მსგავს ღონისძიებებს, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი მოსწავლეების წინსვლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: