ზედა ვანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე ლიტერატურული ღონისძიებით აღნიშნეს
18-11-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

ამჯერად, ღონისძიება გალაკტიონ ტაბიძის იუბილეს მიეძღვნა. მე-8 კლასის მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

კლასი გალაკტიონის 131 წლის იუბილეს სრულიად საქართველოს ულოცავს. 

„შორს, ზურმუხტისფერ სივრცია იქით სანთლები ჩანდა... როგორ მაგონებს ის სანთლები ჩემს იდეალებს....“,- ფრაზები, რომლებიც არასოდეს კარგავს აქტუალობას, მოქნილობას. რა თქმა უნდა, ეს ხომ გალაკტიონია! უდიდესი გენია... 
გილოცავთ, რომ გალაკტიონი სწორედ საქართველოში დაიბადა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203