კუხის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტი ხორციელდება
18-11-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ეგიდით, პროექტი ხორციელდება. 

ერთ-ერთი აქტივობის ფარგელბში, სკოლაში პლაკატები, ლოზუნგები, ბროშურები დაამზადეს, ტოლერანტობასთან დაკავშირებით, ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ამობეჭდეს და გამოფენა მოაწყვეს.

კუხის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი სრულად იზიარებს ტოლერანტობის პათოს და მზად არის შეუერთდეს საზოგადოების ფორმირებას, რომელიც ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203