გორისის საჯარო სკოლაში უცხოური ენების კათედრის კაბინეტი საზეიმოდ გაიხსნა
18-11-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და პედაგოგთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, სკოლაში უცხოური ენების კათედრამ კაბინეტის გახსნა აღნიშნა.

გახსნის ღონისძიებას სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ესწრებოდა. კაბინეტის მოწყობის ინიციატორები ინგლისურისა და გერმანულის პედაგოგები - თეონა ცუხიშვილი, მაიკო დავაძე და ლელა ლაბაძე არიან.

„ღონისძიების მიზანია სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203