ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაგეგმილი კონკურსისთვის პლაკატები შექმნეს
18-11-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მათემატიკური კონკურსისთვის ემზადებიან. 

პროცესში მათემატიკის კლუბის წევრებიც ჩარეთვნენ, მეცხრე კლასის მოსწავლეები - ნინო ნადარაია, სალომე ბჟალავა და ანი ჩაჩიბაია მე-5 კლასის გუნდის - „მოაზროვნეთა“ წევრებს კონკურსისთვის საჩვენებელი პლაკატის შექმნაში დაეხმარნენ.

მეექვსე კლასის გუნდ - „ვექტორის“ წევრებს კი დახმარება მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა - ანი ჩაჩიბაიამ, მია ალექსანდრიამ, ლიზი ტაბატაძემ და ლიზი დათიაშვილმა აღმოუჩინეს.

საკონკურსო დღისთვის ორივე გუნდმა საოცარი პლაკატი დაამზადა.

„გისურვებთ წარმატებებს, ჩემო ნიჭიერებო“,- სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203