„პატარა ჟურნალისტები“ დაბლაციხის საჯარო სკოლიდან - დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ინტერვიუ დირექტორს ჩამოართვეს
18-11-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა ჩატარდა. 

პედაგოგმა - მაია კუტალაძემ და მაია დოლიძემ I, II, III კლასის მოსწავლეებს ნანატრ რესპონდენტთან, სკოლის დირექტორ ერეკლე ჯიქიასან შეხვედრა მოუწყვეს. მოსწავლეებმა მას მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

„პატარა ჟურნალისტებმა“ დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203