ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები დიაბეტის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
18-11-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობაში ჩაერთნენ. 

ისინი დიაბეტის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 
 
სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, დიაბეტის მსოფლიო ფონდმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა აქტივობა.

აქტივობაზე წითელი ჯვრის მოხალისეებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია დიაბეტთან დაკავშირებით. მას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხულოს ფილიალის მოხალისეებიც შეურთდნენ, სადაც ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა აქტივობა სკოლაშიც განახორციელეს.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203