„შემოდგომის ფერები“ ლეღვანის საჯარო სკოლაში - დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს
18-11-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა, შესაბამისად, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, საზეიმო, გასართობ თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ. 

ამჯერად, სკოლაში ღონისძიება - „შემოდგომის ფერები“ ჩატარდა. ლამაზად მორთულ დარბაზში ტრიალებდა მწიფე ხილისა და ფერადი ყვავილების სურნელება, მოდუღდა ფელამუში, პატარებმა საკუთარი ხელით ამოავლეს ჩურჩხელები. ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას პედაგოგი ინგა ლაცაბიძე ხელმძღვანელობდა. სკოლაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეთა მშობლები.

„მადლობა მშობლებს ღონისძიებაში ჩართულობისათვის, მადლობა ჩვენს ინგა ლაცაბიძეს ასეთი ფერადი ღონისძიების მოწყობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203