მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს ესტუმრნენ
18-11-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სახალისო, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმ „ექსპერიმენტარიუმს“ ესტუმრნენ. 

მოსწავლეებმა მუზეუმი დაათვალიერეს, ახალი საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს და მონაწილეობა მიიღეს ფიზიკისა და ქიმიის ექსპერიმენტებში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მუზეუმში ვიზიტი მოსწავლეებს დაეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ დაინტერესებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203