აქთაქლის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საშემოდგომო კვირეული გაიმართა
18-11-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აქთაქლის საჯარო სკოლაში საშემოდგომო კვირეული გაიმართა.

სკოლაში განხორციელებული პროექტი - „ოქროსფერი შემოდგომა“ უამრავი აქტივობისგან შედგებოდა.

ჩატარდა ღია გაკვეთილეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ესეებისა და კალიგრაფიის ნამუშევრების კონკურსი, ეზოს გამწვანების აქტივობა.

გაიმართა დამაგვირგვინებელი სასკოლო ღონისძიება. პროექტის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთო სკოლის ყველა მასწავლებელი და მოსწავლეთა უმრავლესობა. 

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი შესანიშნავად გამოვიდა!
ჩემთვის განსაკუთრებით საამაყო, ჩემი საუკეთესო კოლეგების დამოკიდებულება, თავდადება, საქმის უანგარო სიყვარული აღმოჩნდა!
მადლობა ძვირფასებო! თქვენ რომ არა, არაფერი! საერთოდ არაფერი გამოვიდოდა!!
ბევრ წარმატებულ დღეს გისურვებთ“,- აღნიშნავს ღონისძიების ორგანიზატორი პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203