მაღლაკის N1 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
18-11-2022
წყალტუბოს მუნიპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
აქტივობა სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „მარადმწვანე“ და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა გამართეს. იოანა ჟორჟოლიანი, ანა ტუკვაძე, თამარ ფერცულიანი და ლიკა დოლაბერიძე დამსწრეთ ესაუბრნენ, თუ რატომ უნდა ვიყოთ ტოლერანტები. ლიზი ფაჩუაშვილმა, თამარ ჩიქოვანმა და თორნიკე დგებუაძემ პოსტერები წარადგინეს და ტოლერანტობის თემაზე სიტუაციური ამოცანები განიხილეს.
„ტოლერანტობა არის ნება, განწყობა იყო სამართლიანი, მომთმენი სხვა ადამიანების მრწამსის, ინტერესების, ღირებულებებისა და მოსაზრებების მიმართ და მიიღო შენგან განსხვავებული ადამიანი, პატივი სცე მის ინდივიდუალობას“- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს