ველევის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
18-11-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის ამოცანაა აღზარდოს ტოლერანტი მოქალაქეები, რასაც პირნათლად ასრულებს. 

სკოლაში, „მე და საზოგადოების“ მასწავლებელ თეონა მაცაბერიძის ხელმძღვანელობით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მან მოსწავლეებს წაუკითხა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები: „სიკეთე ბოროტებისათვის“ და „გულკეთილი ქვრივი“. 

შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს ადამიანებს შორის კეთილი და გულისხმიერი ურთიერთობების მნიშვნელობაზე. გაიხსენეს ცხოვრებისეული მაგალითები, გამოკვეთეს ტოლერანტული და არატოლერანტული ქცევის მახასიათებლები. ტოლერანტობის თემაზე შექმნეს და წარმოადგინეს პოსტერი.

„ამ თარიღის აღნიშვნამ ისინი კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის ტოლერანტობის მნიშვნელობაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203