ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ
21-11-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ თამილა მაკარაძის ხელმძღვანელობით, სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ. მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები, ფოტომასალა და ისტორიული დოკუმენტები დაათვალიერეს და ქართველი მწერლისა და დიდი საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ბევრი ახალი დეტალი შეიტყვეს. 

მოსწავლეები ასევე დაესწრნენ სახალხო დღესასწაულ „იაკობობას“. დღესასწაულზე იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 182- ე წლისთავი აღინიშნა.

მოსწავლეები სკოლაში ახალი ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203