რიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საგანმანათლებლო აქტივობებით აღნიშნეს
18-11-2022

სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა,​ სამოქალაქო განათლების მასწავლებლის​ მაგდა ბაქრაძის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს. 

მე-7 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, შექმნეს​ და დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები. მერვეკლასელებმა სოციალურ ქსელში თავიანთ facebook გვერდზე, ყველასათვის ხელმისაწვდომად, განათავსეს ინფორმაცია ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, მე-9​ ​კლასის მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები​ ​- „ჩვენ ტოლერანტები ვართ".​

აქტივობებმა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203