ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის ფერადოვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
18-11-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, საზეიმო, გასართობ თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ. 

ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. „შემოდგომის გაცილება“ მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ბავშვები სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ, მათ შორის საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და შემოდგომის ბარაქიანობა და მრავალფეროვნება წარმოადგინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203