ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელოვნების მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
18-11-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.

მოსწავლეები აჭარის ხელოვნების მუზეუმს ეწვივნენ. მოსწავლეებმა მუზეუმში წარმოდგენილი სახვითი ხელოვნების ნიმუშები დაათვალიერეს და საგანმანათლებლო პროგრამაში - „პეიზაჟი“ მიიღეს მონაწილეობა. პროგრამას უძღვებოდა ხელოვნების მუზეუმის გიდი - თეონა ქინქლაძე.

სკოლასა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგ ვენერა აბუსერიძეს აჭარის მუზეუმის ადმინისტრაციამ სერტიფიკატი გადასცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203