„ოქროსფერი შემოდგომა“- კისისხევის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს
18-11-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის I კლასის კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა გამართეს.

ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ წელიწადის მიმდინარე დროს - შემოდგომას მიეძღვნა. 

ის კლასის დამრიგებელის თ. ხუციშვილისა  და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ნ. მარელიშვილის ხელმძღვანელობით, ღვინის ქარხანა „შუხმანის“ ულამაზეს კომპლექსში გაიმართა.

მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„ბავშვებმა სოფლის ბარაქიან მიწაზე მოყვანილი ხვავი და ბარაქა ლამაზად და მხიარულად წარმოადგინეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203