ქვედა გორას საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს ღონისძიება მიეძღვნა
18-11-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გორას საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

ამჯერად, აქტივობა გალაკტიონ ტაბიძის იუბილეს მიეძღვნა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ღონისძიებაზე წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება - ფერწერის, მხატვრული კითხვისა და მუსიკალური ნომრების სახით.

მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, დიდი პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს და ინფორმაცია გაცვალეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203