კისისხევის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი აქტივობა მოეწყო
18-11-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით, I კლასის მოსწავლეებმა, სოფელ ბუშეტში, აკადემიკოს შალვა ამონაშვილის აკადემიაში ერთი დღე საინტერესოდ გაატარეს. ისინი აქტივობაში მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

კლასის დამრიგებელი თ. ხუციშვილია.

„ბავშვებმა გამოავლინეს ლოგიკური აზროვნება და სწორი ხედვა ყველა სასწავლო პროგრამის მიმართ“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:                                                                                                                                                                          

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203