„წერილი შემოდგომას“ - კაკაბეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი შექმნეს
18-11-2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კაკაბეთის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები განხორციელდა. 

III კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს.

მათ აქტივობა დამრიგებელ მარეხი ოქრომჭედლიშვილის ხელმძღვანელობით განახორციელეს. გაზეთი - „წერილი შემოდგომას“- წელიწადის მიმდინარე დროს მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა წერილები დიდი მონდომებით დაწერეს დაქ თავიანთი ფიქრები გადმოსცეს. 

„წერილი შემოდგომას“- ასეთი სათაური გაუკეთდა კედლის გაზეთს სიმინდის მარცვლებით და დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ წერილების წერას. გააკეთეს პრეზენტაცია, ყველა წერილი ჩაიდო კონვერტში და განლაგდა დიდ ფორმატზე, რომელიც თვითონვე გააფორმეს“- აღნიშნავენ სკოლაში.

გარდა ამისა, IV კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნანული ბორაშვილის ხელმძღვანელობით, საკლასო ოთახი თავიანთი ნამუშევრებით გაალამაზეს. მათ ნამუშევრები ფერადი ფოთლების გამოყენებით დაამზადეს, შემდეგ კი შესაბამის ადგილას განათავსეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203