შაუმიანის N3 სკოლის მოსწავლეებმა წაკითხული წიგნების ორიგინალური პრეზენტაცია გამართეს
18-11-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა განახორციელეს. 

მათ წაკითხული წიგნების პრეზენტაცია მოაწყვეს. მათ წიგნები ბიბიოთეკიდან წაიღეს, წაიკითხეს, შემდეგ კი მათთვის საინტერესო სცენა დახატეს. ერთ-ერთმა მოსწავლემ კარენ სიმონიანის „ვალტერ ბუში“ წაიკითხა და ეს გმირი დახატა, ხოლო მეორემ ჟორჟ სანდის „ინდიანა“ - მან ინდიანა და ბატონი დელმარი დახატა.

მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ორგანიზატორი სკოლის ბიბლიოთეკარი მილინე გარიბიანი იყო.
 
„მოსწავლეებმა ერთმანეთს დაუკავშირეს ბიბლიოთეკა, ლიტერატურა და ხელოვნება, ანუ ბიბლიოთეკიდან აიღეს წიგნი, წაიკითხეს და დახატეს ის ნაწილი და გმირი, რომელიც მოეწონათ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203