„ვფიქრობთ, მისი სახით, უდიდესი ხელოვანი ეზრდება ქვეყანას“- ძირკვაძეების საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე სანდრო შავაძე შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე სანდრო შავაძე საინტერესო ნამუშევარი მოამზადა. მან ისტორიის გაკვეთილზე სვანეთის თემის გავლის შემდეგ, ქვის კენჭებისგან შექმნა ულამაზესი სვანური კოშკი. ბუნების გაკვეთილზე დააინტერესა მიწისქვეშა ბუნებრივმა მოვლენებმა და ვულკანი დაამზადა.
მისი ნამუშევრების ჩამონათვალშია სპორტული მოედანი, კარუსელი, ატომური ბომბი, გიტარა და სხვა.
სკოლაში მისი ნიჭით ამაყობენ და წინსვლს უსურვებენ.
„ცნობისმოყვარე, კირკიმელა, ხუჭუჭთმიანი, მეოცნებე დიდრონი თვალებით. არის პრინციპული. ვერ აშინებს წინააღმდეგობა მიუხედავად სიძნელისა. აი, ასეთია ძირკვაძეების საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე სანდრო შავაძე. ამ პატარა ასაკში შექმნა სერიოზული კოლექცია. ვფიქრობთ, სანდროს სახით, უდიდესი ხელოვანი ეზრდება ქვეყანას.
წარმატებებს ვუსურვებთ სანდროს შემდგომშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: