ყარაჯალის საჯარო სკოლაში, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურული საღამო გაიმართა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისად აღნიშნავენ.
ამჯერად, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბმა (მასწავლებელი ე. უგრეხელიძე) ლიტერატურული საღამო გამართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა გაიხსენეს პოეტის ცხოვრების და მოღვაწეობის წლები, წაიკითხეს ლექსები. ჩატარებულმა ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.