ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასში შემოდგომას საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
18-11-2022
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივიბებს სთავაზობენ. ამჯერად, მე-4 კლასში ღონისძიება გაიმართა, რომელიც წელიწადის მიმდინარე დროს - შემოდგომას მიეძღვნა.
მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.