წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა კლასის საათი ტოლერანტობის დღეს მიეძღვნა
18-11-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასში კლასის საათი გაიმართა. 

ის სკოლაში მიმდინარე ტოლერანტობის კვირეულს ეხმიანებოდა. მოსწავლეებმა შექმნეს ფერადი პოსტერები, მოკლე ჩანახატები ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგების შესახებ დაწერეს. კლასის ხელმძღვანელმა, ფიქრია გიორხელიძემ მოსწავლეებს შესთავაზა საინფორმაციო ტექსტები, რომლებზეც იმუშავეს ჯგუფებად. შემდეგ კი უპასუხეს დასმულ კითხვებს: 

  • რა არის ზნეობრივი და სოციალური აქტივობა?
  • რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანში?
  • რა არის მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის აუცილებელი?
მოსწავლეები აქტივობის მიმდინარეობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„სიტყვები -მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ შენ -იყო მთავარი სათქმელი სადამრიგებლო კლასის საათზე. კლასის საათის შემდეგ მე-6 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სასკოლო სტენდის მოწყობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203