ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივიბებს სთავაზობენ. ამჯერად, I-VI კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, ღონისძიება გაიმართა, რომელიც წელიწადის მიმდინარე დროს - შემოდგომას მიეძღვნა.
მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები: