მერევის საჯარო სკოლაში, სასკოლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო აქტივობა განხორციელდა
18-11-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლაში, სასკოლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო აქტივობა განხორციელდა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები და მასწავლებლები დიდი ხალისით ჩაერთვნენ. ისინი ბუნებაში გავიდნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით, მათ პედაგოგები სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ.

„მადლობა მოსწავლეებს ,მშობლებს და მასწავლებლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203