ჭვინთის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს ლიტერატურული ღონისძიება მიეძღვნა
18-11-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

ამჯერად, აქტივიბა გალაკტიონ ტაბიძის იუბილეს მიეძღვნა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა გაიხსენეს „მეფე პოეტის“ შემოქმედება, წაიკითხეს საყვარელი ლექსები და მის პიროვნებაზე ვახტანგ ჯავახაძის წიგნის - „უცნობი“ მიხედვით ისაუბრეს. 

„გრიგალიაა თუ სეტყვა, არ მეშინია მე სხვისა, ქართველში გამოხედვაა, იმ ერთი ვინმე მესხისა“ - 17 ნოემბერი დიდი გალაკტიონის დაბადების დღეა. ქართულის პედაგოგმა მანანა ჩინჩალაძემ და სკოლის დირექტორმა გ.გაგნიძემ ისაუბრეს გალაკტიონის ცხოვრების, შემოქმედების ნაცნობ თუ უცნობ დეტალებზე, რაც ძალზე საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის. ყველას გილოცავთ ამ გამორჩეული, ბუმბერაზი ადამიანის იუბილეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203