წყალტუბოს N1 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის შეხვედრა ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას დაეთმო
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის რიგით მეოთხე შეხვედრა სწორედ მის აღნიშვნას დაეთმო. კლუბის მეურვემ, ფიქრია გიორხელიძემ, მოსწავლეებთან ინტერაქციის გზით იმუშავა.
კლუბის წევრები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ისინი „ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაციას“ გაეცნენ, რომელიც იუნესკომ, 1995 წელს შეიმუშავა.
შეხვედრას საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელი - თამილა თუთბერიძე და მოწვეული სტუმრების სტატუსით, მე-7გ კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ისინი ინტერაქციაში ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა სკოლაში მიმდინარე ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: