ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
18-11-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივიბებს სთავაზობენ. ამჯერად, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელიც წელიწადის მიმდინარე დროს - შემოდგომას მიეძღვნა.
მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს - იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„მზის ფერებს გვერს ვერ აუვლი ვერც სოფლად და ვერც ქალაქად, დგას შრომის დღესასწაული, დგას შემოდგომის ბარაქა”,- ასე დაიწყეს „შემოდგომის ზეიმი“ უმცროსკლასელებმა და ლხინით, ცეკვით, სიმღერით, ლექსებით გააცილეს სოფლის “ოქროსფერი შემოდგომა“,- გვეუბნებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს