
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ სხვადასხვა საგანმანათლებლო, გასართობ, საზეიმო თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ.
მათ შორის, 11 ნოემბერს, დაწყებითი კათედრის პედაგოგებმა - ნანა ესებუამ და აზა ლემონჯარიამ (II-III კლასი) მოაწყვეს საშემოდგომო ღონისძიება - „შემოდგომის ზღაპარი“.
მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საოცარი მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები, დადგეს მინისპექტაკლი. ზეიმი დასრულდა საშემოდგომო დეფილეთი. ღონისძიებამ მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
აზა ლემონჯარია მეორე კლასს ხელმძღვანელობს. მესამე კლასის დამრიგებელი კი ნანა ესებუა გახლავთ.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა თინათინ ლაგვილავამ.
იხილეთ ფოტოები: