
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, ამისთვის კი მეტად საინტერესო და სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, პედაგოგ ეკატერინე ღუღუნიშვილისა და მისი მოსწავლეების შთამბეჭდავი პროექტი - „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“. პროექტი საწრეო მუშაობის ფარგლებში განხორციელდა და მასზე IX-X კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს.
მოსწავლეები პროექტში ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს, ისტორიაში ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: