„ჩემი პირველი თამაში“- საყუნეთის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ. ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ისტ-ში „ჩემი პირველი თამაში“ შექმნეს, ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ვიზუალური პროგრამირების გარემოში scratch იმუშავეს.
მოსწავლეებმა, რუსუდან ლომიძემ და ანი გელაშვილმა, გამოიყენეს თითქმის ყველა ბლოკის ბრძანებები - მოძრაობა, გარეგნობა, მოვლენები, მართვა, სენსორები, ოპერატორები და ცვლადები.
„მიღებული თამაშების პირველი მომხმარებლებიც თავად გახდნენ და ერთმანეთის პროდუქტი შეაფასეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
თამაშები და შესაბამი ინსტრუქცია იხილეთ ბმულებზე:
ბმული
ბმული
იხილეთ ფოტოები: