ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა
18-11-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლის ნინო ქამადაძის ორგანიზებით, კონფერენცია ჩატარდა.
მოსწავლეთა კონფერენცია ქართველი კლასიკოსი მწერლებზე მოეწყო. მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მოსწავლეებმა მათთვის სასურველი და გამორჩეული მწერლების ბიოგრაფია და შემოქმედება მიმოიხილეს. ისაუბრეს, მათი ნაწარმოებების მნიშვნელობასა და იდეაზე.
აქტივობამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა.
„შემოდგომა-ზამთრის სეზონები დახუნძლულია ქართველი კლასიკოსი მწერლების იუბილეებით. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ჩატარდა კონფერენცია. მოსწავლეებმა შეეცადნენ ,სხვადასხვა რაკურსით მიმოეხილათ მწერალთა შემოქმედება, აღნიშნეს მათი ღვაწლი და ფასეულობები, რაც მომავალ თაობას დაუტოვეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს