კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები ფეროშენადნობთა ქარხანას ესტუმრნენ
17-11-2022

ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

მოსწავლეები ფეროშენადნობთა ქარხანას ესტუმრნენ. 

ქარხნის დირექტორი, გოჩა ქურდაძე მოსწავლეებს შეხვდა და მანგანუმის წიაღისეულის მნიშვნელობაზე, ფეროშენადნობების წარმოების პროცესსა და სხვა საკითხებზე ესაუბრა.

მოსწავლეები დააკვირდნენ ქარხანის მუშაობის პროცესს, გამართეს პრეზენტაციები სხვადახვა ეკოსაკითხზე და მათთვის საინტერესო კითხვებზე მასპინძლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

გოჩა ქურდაძემ „ჯორჯიან მანგანეზის“ სახელით, მოსწავლეებს საჩუქრად ბრენდირებული საკანცელარიო ნივთები, სკოლას კი ლეპტოპი გადასცა, რომელსაც სკოლაში სასწავლო რესურსად გამოიყენებენ.

ფოტო „ჯორჯიან მანგანეზის“ „ფეისბუქის“ გვერდი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203