ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე არტიუშ აივაზიანი კიკბოკსინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მე-9ა კლასის მოსწავლე არტიუშ აივაზიანმა სპორტულ წარმატებას მიაღწია. ის კიკბოკსინგში, იტალიის ქალაქ მილანში გამართულ ჩემპიონატში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან ღირსეულად იასპარეზა, შესაძლებლობები უდიდესი წარმატებით გამოავლინა და შესაბამისი შედეგი დააფიქსირა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ის ძალიან ნიჭიერი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეა.
სკოლაში მისი გამარჯვებით ძალიან გახარებულები არიან, ამაყობენ, ულოცავენ და მოსწავლეს მხოლოდ წინსვლასა და ყველაფერს საუკეთესოს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: