ხერთვისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების ფერადი და სახალისო ღონისძიება - „ბარაქიანი შემოდგომა“
17-11-2022
ასპინძის მუნიციპალიტეტის, ხერთვისის საჯარო სკოლაში აქტიურად მიდმინარეობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ზრუნვა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო აქტივობებით დატვირთული ღონისძიება ჩაატარეს შემოდგომის თემატიკასთან დაკავშირებით.
„ბარაქიანი შემოდგომის“ - სახელით გამართულ ზეიმზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს შემოდგომის მახასიათებლებზე და კიდევ ერთი სამახსოვრო დღე შეიქმენს.