
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის ამოცანაა აღზარდოს ტოლერანტი მოქალაქეები, რასაც პირნათლად ასრულებს.
16 ნოემბერს, წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო ღონისძიება -„ტოლერანტობის დღე!“.
ღონისძიებას მარინა გოლეთიანი, მზია მაისურაძე, ილია ჩიხრაძე, მარიამ იოსელიანი ხელმძღვანელობდნენ.
საგანმანათლებლო ღონისძიებაში სკოლის მე-7, მე-8, მე-9 და 10 კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ.
განხორციელდა მთელი რიგი აქტივობები: შეიქმნა თემატური პლაკატები, ბუკლეტები, მოსწავლეებმა წაიკითხეს ესეები, გაიმართა ანიმაციური ვიდეორგოლის ჩვენება, ბავშვებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს.
მე-9 კლასის მოსწავლე ნინო მამარდაშვილმა ტოლერანტობის შესახებ ექსკლუზიურად შექმნა ვიდეორგოლი.
ასევე გაიმართა ვიქტორინა, ბავშვებმა გამოავლინეს თემის სიღრმისეული ცოდნა.
აღსანიშნავია, რომ სკოლა სამოქალაქო განათლების პროგრამაშია ჩართული. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში.
იხილეთ ფოტოები: